წინამდებარე დოკუმენტი - კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) ადგენს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და ააიპ ლიტქიდისაგან ნივთის შესყიდვისა თუ მომსახურების მიღების დროს კონფიდენციალურობასა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პირობებს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაცია იკისრებს პასუხისმგებლობას რომ იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოს მისი უსაფრთხორბა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავის მხრივ მომხმარებელი/კლიენტი ააიპ „ლიტქიდის“ ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე წვდომით/გამოყენებით ან/და დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულების დადებით ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმება მათ. ასევე, ააიპ ლიტქიდის სისტემაში რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, აღნიშნული პოლიტიკა ხდება მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად.
ააიპ ლიტქიდის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით.
ააიპ ლიტქიდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად, პროდუქციის შესყიდვისათვის, ორგანიზაციის ვებგვერდზე რეგისტრაცია-ავტორიზაციისათვის, პერსონალურ ექაუნთზე მშობლის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის წიგნების თაროს შექმნის მიზნით, მარკეტინგის მიზნით ფოსტა, მშობლის ან კანონიერი კანონიერი წარმომადგენლის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში არასრულწლოვანის სახელი ასაკი და ფოტო.
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას:
მონაცემთა სუბიექტის წარმომადგენლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის;
გარიგების მონაწილე მხარეებისათვის;
კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის;
მომხმარებლის თანხმობისა და ინფორმირებულობის შემთხვევაში, სარეკლამო/მარკეტინგული კომპანიისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას;
მომსახურების პროვაიდერებისათვის – მათ შორის და არამხოლოდ: ორგანიზაციის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს;
სხვა ფინანსური ორგანიზაციებისათვის (მაგ. კორესპონდენტი ბანკები, საერთაშორისო გადარიცხვებისას – შუამავალი ბანკები, ინვესტორები, visa, mastercard და ა.შ);
ორგანიზაციის პარტნიორებისათვის, რომლებიც ორგანიზაციას უწევენ მომსახურებას (მათ შორის აუთსორსინგულ) ან/და ეხმარებიან მომხმარებლებისათვის საგადახდო/ფინანსური მომსახურების გაწევაში (მაგ: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია, Apple pay, Gpay, საბარათე ინსტრუმენტების მომწოდებელი და სხვა);
სხვა მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
მარკეტინგული მიზნით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება
ორგანიზაციის ვებსაიტზე რეგისტრაციისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მონიშნოს სიახლეების გამოწერა, მონიშვნის შემთხვევაში იგი აცხადებს თანხმობას ორგანიზაციამ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.
მარკეტინგული მიზნით (კერძოდ კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებების, დაგეგმილი სიახლეების/აქციების/გათამაშებების/ფასდაკლებების შესახებ შეტყობინების და მსგავსი შინაარსის სარეკლამო ინფორმაციების გასაგზავნად ) ორგანიზაციის მიერ მუშავდება შემდეგი პერსონალური მონაცემები მომხმარებლის სახელი, გვარი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი.
მომხმარებლის ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რაც გულისხმობს, რომ პარტნიორ კომპანიას, მასთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მარკეტინგის მიზნით გადაეცემა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შემდგომში უფლებამოსილი პირის მიერ მოკლეტექსტური შეტყობინებების მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელფოსტაზე გამოსაგზავნად.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა ან/და WWW.LITKID.GE - ზე შეტყობინების გამოგზავნის გზით. ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
ორგანიზაციის მიერ მიღებულია ყველა საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ორგანიზაციის მიერ მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან. შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისგან.
ორგანიზაციაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
Cookie ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენ სანავიგაციო პროგრამაში (Browser) ან მყარ დისკზე (Hard drive) და რომლებიც ახდენს თქვენი მოწყობილობის (კომპიუტერის, სმარტფონის ან ტაბლეტის) იდენტიფიცირებას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენ ვებ-გვერდს. Cookie ფაილები თითოეული სანავიგაციო პროგრამისათვის უნიკალურია და გვეხმარება, განვასხვავოთ თქვენი ვიზიტი სხვა სანავიგაციო პროგრამებით განხორციელებული ვიზიტებისაგან, რათა თქვენი ნავიგაცია გავხადოთ უფრო სწრაფი, მარტივი და ძებნის შედეგზე ორიენტირებული.
საიტით სარგებლობისას ორგანიზაცია ამუშავებს მომხმარებლის ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კომპიუტერის ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართს (IP მისამართს), ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ვერსიას, ჩვენი მომსახურების გვერდებს, საიტზე შემოსვლის დროსა და თარიღს, საიტის გვერდებზე გატარებულ დროს, მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორებს და სხვა დიაგნოსტიკურ მონაცემებს.
მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებსაიტით სარგებლობისას ვიზიტორის გამოცდილების პერსონალიზების და გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებგვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.
მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები, ვებსაიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორია, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ორგანიზაციის ვებსაიტზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე მოხდა ინფორმაციის გაცნობა.
ორგანიზაციის ვებსაიტზე ვიზიტისას ვიზიტორს/კლიენტს აქვს შესაძლებლობა დაეთანხმოს/არ დაეთანხმოს მზა ჩანაწერების გამოყენებას, გარდა მკაცრად აუცილებელი cookies ფაილებისა, რომლებიც აუცილებელია, ორგანიზაციის ვებსაიტზე სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებისათვის და ვებსაიტის მუშაობისთვის. მკაცრად აუცილებელი cookies ინახება ვიზიტორის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაში, რომლითაც ხდება ვებსაიტზე ვიზიტი და მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული დროით.
ორგანიზაცია იყენებს შემდეგი სახის მზა ჩანაწერებს:
სესიურ მზა ჩანაწერებს: სესიური ქუქი-ფაილები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზაციის მომსახურების მართვისთვის.
უპირატესობის მზა ჩანაწერებს: უპირატესობის მზა ჩანაწერებით ხდება იმ მონაცემის დამახსოვრება, რომელიც ადგენს თქვენს უპირატესობებს და გამოყენებულ პარამეტრებს.
უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს: უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ორგანიზაცია იყენებს უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს.
სარეკლამო მზა ჩანაწერებს: სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სარეკლამო შეტყობინებების მისაღებად.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ააიპ ლიტქიდი საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი
საიდენტიფიკაციო კოდი: 405732505
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, მინდელის 9ე , ბინა 43
ელ-ფოსტა: info@litkid.ge
ტელეფონის ნომერი: 511133538
Facebook: https://www.facebook.com/LitKid.ge/
Instagram: https://www.instagram.com/litkid.ge/
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია