პატარა ამბებს კიდევ ერთი კეთილი და მხიარული წიგნი „პეტსონი და ფინდუსი“ შეემატა. თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება. იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო. შენ რას იფიქრებდი, საკუთარი თვალით რომ დაგენახა, როგორ ელაპარაკებოდა ბერიკაცი კატა ფინდუსს ან მაღაზიაში მიმავალმა როგორ იცვალა გეზი და აძვრა ფარდულის სახურავზე? ეს კიდევ რაა? ქურდბაცაცა მელას შესაშინებლად ისეთი ოინი მოიგონა, რომ სოფელში კარგა ხანს განიხილავდნენ… თუმცა, ხალხი იმდენ რამეს ამბობს, აღარ იცი, რას დაუჯერო. შენც ნუ დაუჯერებ, თავად წაიკითხე მართლაც ცოტა უცნაური, მაგრამ გულუბრყვილო პეტსონისა და ონავარი ფინდუსის მხიარული ამბები და თავად განსაჯე, ხომ არ აჭარბებენ მათი მეზობლები.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941158667 |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 16.70 X 21.30 |
გვერდების რაოდენობა | 128 |
ყდის ტიპი | მაგარი |
ასაკი | 6-8 |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია