მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

ჯ.კ. როულინგი

ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია. წარსულში მომხდარი საშინელი უსამართლობის გამოსწორების სურვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და უფროს და უმცროს პოტერებს მიახვედრებს, რომ ბნელი ძალა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ კუთხეში ჩასაფრებული გველოდეს. ჯოან როულინგის, ჯონ ტიფანისა და ჯეკ თორნის ორიგინალურ ახალ ისტორიაზე დაფუძნებული „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ორნაწილიან პიესად ჯეკ თორნმა გადაამუშავა. ჰარი პოტერის მერვე ისტორია პირველია, რომელიც ოფიციალურად დაიდგა თეატრის სცენაზე. ეს სპეციალური გამოცემა სასცენარო ტექსტის ნაბეჭდ ვერსიას წარმოადგენს და კვლავ ჰარი პოტერის, მისი მეგობრებისა და ოჯახის კვალდაკვალ გვამოგზაურებს. სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა ლონდონის „უესტ ენდის“ თეატრში 2016 წლის 30 ივლისს შედგა.

15.90 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე