„როდესაც თავსატეხის ბოლო გასაღებიც გვექნება, იმედია, ორივესთვის ყველაფერი ნათელი გახდება.“ ალბუს დამბლდორი ჰოგვორტსში მეექვსე სასწავლო წელი იწყება, ჯადოქრულ სამყაროში კი ბნელი ბატონის აღდგომასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული, ერთიმეორეზე საშინელი ამბები ვრცელდება. ჰარი პოტერი ალბუს დამბლდორთან ერთად ცდილობს, ჩაწვდეს ლორდი ვოლდემორის უკვდავობის საიდუმლოს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადოს. ჰოგვორტსში სწავლა და ცხოვრება თითქოს ჩვეულებრივ გრძელდება. ჰარის შხამ-წამლებში მოულოდნელი დამხმარე ევლინება ნახევარპრინცის წიგნის სახით, ხოლო ბნელი ძალების მსახურნი სკოლის დაპყრობის გზებს ეძებენ. მთავარი სიტყვა კი იდუმალებით მოცულმა ნახევარპრინცმა უნდა თქვას…
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941233593 |
გამოცემის წელი | 2015 |
ფორმატი | 14.5x21.5 |
გვერდების რაოდენობა | 516 |
ყდის ტიპი | რბილი |
ასაკი | 8-12, 13+ |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია