ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა. ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა. მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა. დილით კი გაქრა. უცნაური ამბები ამით არ დასრულებულა. ენისა და ჯორჯის საძინებელში ბიცოლა ფანიმ საწოლი დაამატა. ეს ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ცნობილი ხუთეული მოულოდნელად შვიდეულად გადაიქცა. ეს კიდევ არაფერი. უდარდელი არდადეგები კინაღამ საბედისწერო არდადეგებმა შეცვალა. რატომ? ამაში ბოროტმოქმედი გრინგოს და მისი დამქაშების ხელი ერია. თუმცა ჯორჯი, ტიმი, ენი, ჯულიენი და დიკი საფრთხეს არ უშინდებიან. მათი მოხერხებულობა, გამჭრიახობა და სიმამაცე საშიშ დამნაშავეებსაც ამარცხებს.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941371837 |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 15x22.1 |
გვერდების რაოდენობა | 185 |
ყდის ტიპი | რბილი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია