„საიდუმლო შვიდეულის“ თავგადასავალი გრძელდება! იწყება ნანატრი სააღდგომო არდადეგები და მეგობრები ისევ იკრიბებიან, თუმცა ამჯერად საყვარელი ფარდულიდან უწევთ წასვლა. წინ ბევრი საქმეა: ახალი შტაბია მოსაძებნი და მოსაწყობი, პაროლიც მოძველდა და გამოსაცვლელია… ისეთი პირი უჩანს, არდადეგებს შვიდივენი მშვიდად და უზრუნველად გაატარებენ. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება – შეკრების ახალი ადგილიდან ნივთები ქრება. საიდუმლო ორგანიზაციის წევრები გამოძიებას იწყებენ და ცდილობენ, გაიგონ, ვინ არის მათი იდუმალი სტუმარი – პატარა აბეზარი სუზი თუ ვინმე სხვა? წაიკითხე „საიდუმლო შვიდეულის“ მეშვიდე წიგნი და გაიგე, როგორ მიაღწევენ მეგობრები მორიგ გამარჯვებას.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941309298 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 28.8x21 |
გვერდების რაოდენობა | 104 |
ყდის ტიპი | რბილი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია