დარელი მელორი ტაუერსში ფელისიტასთან ერთად ბრუნდება! პირველკლასელი ფელისიტას გარდა, ჩრდილოეთის კოშკს ახალი მეოთხეკლასელებიც შემოემატნენ – მორცხვი კლარისა და უჩვეულო ტყუპი დები: რუთი და კონი. დარელი ძველ მეგობრებს მხიარულად შეეგება. თანაკლასელებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს – ხან გულიანად იცინოდნენ, ხანაც მწარე-მწარე სიტყვებს ისროდნენ, მაგრამ მაინც ყველა ხარობდა გონდოლინას გარდა. მელორი ტაუერსში კვლავ ისმის გოგოების ჟივილ-ხივილი: მეცადინეობენ, ერთობიან და ჩუმად აწყობენ ღამის ნადიმს. ეს ნადიმი მათი საიდუმლოა, მასწავლებლებმა არ უნდა გაიგონ. და რა მოხდება, თუ გაიგებენ? ამას მეოთხე წიგნში წაიკითხავთ.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941306839 |
გამოცემის წელი | 2020 |
ფორმატი | 14.5x21.5 |
გვერდების რაოდენობა | 186 |
ყდის ტიპი | რბილი |
ასაკი | 8-12, 13+ |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია