მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

როალდ დალი

მისტერ ვილი ვონკა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკონდიტრო ქარხნის მფლობელია, აცხადებს კონკურსს შემდეგი პირობით: ხუთი იღბლიანი ბავშვი, რომელსაც შოკოლადის ფილაში მომგებიანი ბილეთები შეხვდება, შეძლებს ამ საოცარი ქარხნის დათვალიერებას, ხოლო ერთი მათგანი იმდენ შოკოლადს მოიგებს, რომ მთელი სიცოცხლე ეყოფა! ჩარლი ბაკეტი, პატარა ბიჭი ღარიბ-ღატაკი ოჯახიდან, რომელსაც იმის საშუალებაც კი არა აქვს, რომ ყველაზე უბრალო შოკოლადის კანფეტი შეიძინოს, შემთხვევით პოულობს მომგებიან ბილეთს და ნანატრ ქარხანას ეწვევა. რას არ ნახავთ მისტერ ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში: სრულიად განსხვავებულ, უგემრიელეს და უმშვენიერეს ფილებს, მარადიულ კანფეტებს, ოთხკუთხა ტკბილეულს, რომელიც მრგვალი გეჩვენება, და უამრავ სხვა ჯადოსნურ ნუგბარს. შეუერთდი ჩარლის და იღბლიანი ბილეთის კიდევ ოთხ მფლობელს, იმოგზაურე ვონკას შოკოლადის ქარხანაში და გაიგე, რა გასაოცარი ამბები გადახდათ თავს ბავშვებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

9.90 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე