შემოიარე საქართველო! ეს საოცარი წიგნი მთელ საქართველოს შემოგატარებს. თითოეული რეგიონის სატელიტური გამოსახულებები, შთამბეჭდავი ფოტოები და სპეციალურად შექმნილი რუკები ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის მთელი ქვეყნის შესახებ – გაგაცნობს მის მთასა და ბარს, მდინარესა და ტბას, ტყესა და ველს, ქალაქსა და სოფელს… აქ შეიტყობ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის, ტრადიციების, არქიტექტურისა თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ; აღმოაჩენ შენთვის უცნობ ადგილებს და შეძლებ, საკუთარი თვალით ვირტუალურად დაათვალიერო არა ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ამაში სპეციალურად ამ წიგნისთვის გადაღებული 20 ვიდეოკლიპი და შენი სმარტფონი დაგეხმარება, ხოლო თუ VR-სათვალესაც მოირგებ, თავად გახდები თითოეული კლიპის მთავარი მონაწილე. მოემზადე, წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდება!
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941305610 |
გამოცემის წელი | 2020 |
ფორმატი | 21.6x27.6 |
გვერდების რაოდენობა | 136 |
ყდის ტიპი | მაგარი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია