ამ წიგნში მოთხრობილი ამბები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ისინი ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა. მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა. ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია. იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა – კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადამიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას… ამიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ. მარტივი ენით გადმოცემული იგავები თქვენს პატარებს სიკეთის, მეგობრობისა და სიბეჯითის ფასს ასწავლის. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941370861 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 14.5x21.5 |
გვერდების რაოდენობა | 144 |
ყდის ტიპი | რბილი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია