მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

აი, რას ხედავს ჩვილი – პირველი წიგნი

,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს. წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან, რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს. „ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“. ასაკი: 6 კვირიდან 6 თვემდე

10.90 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე