უმცროს ძმას ერთი ნახვით შეუყვარდება წითურთმიანი მზის ასული, მაგრამ ამ სიყვარულში მას ხელმწიფე ეცილება. ვაჟის მოგზაურება მაშინ იწყება, როცა ხელმწიფე მას ურთულეს დავალებებს მისცემს. თავისი დიდი სიყვარული რომ გადაარჩინოს, ხელმწიფის დავალებების შესასრულებლად ვაჟი მიდის იქ, საიდანაც თავისი ფეხით ამქვეყნად არავინ დაბრუნებულა. გზად ვაჟს უამრავი ფათერაკი გადახდება თავს, მაგრამ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. ზღაპარს გაფორმებულია ახალგაზრდა ქართველი მხატვრის სალომე ჯოხაძის ილუსტრაციებით. ქართული ხალხური ზღაპრების მოყვარულებს აუცილებლად დააინტერესებთ „მზის ასულის“ ეს ახალი გამოცემა.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941841033 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 19x30.4 |
გვერდების რაოდენობა | 40 |
ყდის ტიპი | მაგარი |
ასაკი | 6-8, 8-12 |
გამომცემლობა | ზოლიანი კატა |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია