"იყო ერთი ხე და მას ძალიან უყვარდა პატარა ბიჭი. ბიჭსაც უყვარდა ხესთან თამაში, ვაშლების კრეფა, მის ტოტებზე კონწიალი. მეგობარი ხე არაფერს იშურებდა მისთვის… დრო გადიოდა, ბიჭს ასაკი ემატებოდა, იზრდებოდა მისი სურვილებიც… ხემ მას ყველაფერი აჩუქა, რაც გააჩნდა. ამერიკელი პოეტის, დრამატურგის, მხატვრისა და მუსიკოსის, შელ სილვერსტინის ეს უკვდავი ისტორია უპირობო სიყვარულსა და უშურველად გაცემის ძვირფას ნიჭზეა. იგავის ფორმით მოთხრობილი ამბავი ბავშვებს აუცილებლად დააფიქრებს ადამიანების დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ — ვპასუხობთ კი ბუნებას იმ სიყვარულით, როგორსაც მისგან ვიღებთ? ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში წიგნის მილიონობით ეგზემპლარი მრავალ ენაზე გამოიცა და საუკეთესო საბავშვო წიგნების ასეულებსა და ათეულებში დაიმკვიდრა ადგილი. სიყვარულის გაცემისა და მიღების მეტაფორა პატარა თუ დიდი მკითხველებისთვის დღემდე ერთნაირად ამაღელვებელია. "
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941841002 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 190.5 x 254 მმ |
გვერდების რაოდენობა | 54 |
ყდის ტიპი | რბილი |
ასაკი | 3-5, 6-8 |
გამომცემლობა | ზოლიანი კატა |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია