მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

სხვა სკოლა

ნათია როსტიაშვილი

როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას? „უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს. ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.

14.95 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე