მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი

მარკ ტვენი

მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა. ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება. თქვენ წინაშეა ამერიკული ლიტერატურის შედევრის – მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალის“ ახალი თარგმანი, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს ამ რომანის ჯადოსნურ სამყაროს ქართულ ენაზე. ზაზა ჭილაძესა და გია ჭუმბურიძეს 2020 წელს ამ წიგნის თარგმანისათვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია მიენიჭათ.

24.95 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე