მარცვალა-გოგონა მარცვლისოდენა იყო, როცა მზის სხივმა გააღვიძა და ზამთრის ნათებამ თვალები გაუვარდისფრა. მას შემდეგ ამ ფერადი მზერით აკვირდება გარემოს, ეცნობა და ესაუბრება ადამიანებს, ცხოველებს, მღრღნელებსა თუ მწერებს, უშინაურდება მათ და თან ოინებსაც აგროვებს. მარცვალას თავგადასავლები ხან რეალურია, ხანაც გამოგონილი. მას უთვალავი კითხვა აქვს და თვითონვე ცდილობს, პასუხი იპოვოს. ცნობისმოყვარეობა და ენერგიულობა კი ეხმარება, მკვლევრად გადაიქცეს. მარცვალას გონებაში სხვანაირი აზრებია; უფროსებს მისი ფიქრების არაფერი გაეგებათ, ამიტომაც ჰგონიათ მარცვალას ოინები ტყუილი. ფანტაზიით განამდვილებული ამბები კი ყველაზე უტყუარი სიმართლეა დედამიწაზე. ერთ მშვენიერ დღესაც მარცვალა-გოგონას არაჩვეულებრივი ცხოვრება იწყება...
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941316913 |
გამოცემის წელი | 2024 |
ფორმატი | 20x23 |
გვერდების რაოდენობა | 200 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 6-8 |
გამომცემლობა | ინტელექტი |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია