მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა

ლილი ალფაიძე

„ლილი ალფაიძის ზღაპრები ჩანახატებს ჰგავს, ლაკონიურია და თანამედროვე ცხოვრების რეფლექსირებით ბავშვებთან სასაუბრო თემებს ხსნის – თითქოს ზღაპრის წაკითხვით ამბავი კი არ სრულდება, არამედ ეს მშობელსა და შვილს შორის დიალოგის ბიძგია. რასაც ბავშვები ვერ გაიგებენ, პასუხი დიდებმა უნდა გასცენ, პატარებთან ერთად იფიქრონ და იმსჯელონ თემებზე, რომლის წამოწევასაც ავტორი ცდილობს: მიუსაფარი ცხოველების მოვლა, ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა თუ სიკეთის გადამდები ბუნება. ამ წიგნის ავტორი ზღაპრებს ბავშვობიდან წერდა – ქმნიდა ერთგვარ თავშესაფარსა და რეალობის უკეთეს ალტერნატივას, რის საშუალებასაც ეს ჟანრი იდეალურად იძლევა. 12 წლისას, როცა უკვე დაუგროვდა ჩანაწერები, სახელოვანი მწერლისგან, ოტია იოსელიანისგან დიდი სტიმულიც მიუღია: „ფანტასტიკურ სახელებს იგონებ და ბევრი უნდა წეროო“. რჩევას ბოლომდე მისდია და დღეს, როცა ლილი უკვე დედაა, როცა არსებობს ზღაპრების კონკრეტული ადრესატი – მისი პატარა გოგონა, ავტორს სურს საკუთარი სამყარო სხვებსაც გაუზიაროს და სხვა ბავშვებთან ერთად მშობლებიც შეიპატიჟოს“, – ეკატერინე ტოგონიძე.

24.95 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე