მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

კაცი და მისი უცნაური პიანინო

გურამ პეტრიაშვილი

„თუკი, თქვენ გჯერათ სასწაულების ან უკვე აღარ გჯერათ; თუ ხშირად ფიქრობთ, როგორ უნდა გაუძლოს ობოლმა ბავშვმა სევდას; თუკი, გაინტერესებთ, რატომ ხედავს ერთი იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაშინ გაიცანით მანათობელ პეპლებად გადაქცეული დედის კოცნები, აჩლაჩულა და აფლაფატო, ბრაზო და ღიმო, ცისტერნა, რომელიც ფერად წყალს ყიდის, მოღიმარი გრამოფონი, კეთილი კლოუნი, დაკარგული ქუდების ქვეყანა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაილამაზეთ. გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები განსხვავებულ ადამიანებზეა. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იმაზე მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვიდრე – სხვები. ზოგჯერ ზღაპრის გმირების იმედები, გულწრფელობა, ოცნებები გაუგებარი ხდება, მაგრამ დარღვეულ ჰარმონიას ისევ თანადგომა, სიხარულის გაზიარება და კეთილი ღიმილი ავსებს. წიგნი მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისკენ უბიძგებს, მშობლებს დაეხმარება ბავშვების გულების გასათბობად, მოზარდებს მშვენიერების შემჩნევას ასწავლის, ბავშვობა მონატრებულ მკითხველს კი სევდიან ფიქრებს აუშლის, თუმცა, „სევდაც უნდა გამოსცადო ხანდახან, რომ უკეთ იგრძნო, რა არის სიხარული...“

17.95 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე