მეგობარო, თუ გინდა გაიცნო ფეხბურთელი კნუტი კუსა, მომღერალი ყვავი, გამრჯე ბაჭია და მისი მეზობლები, ტია, წია, პეპელა და ლადო, ზოოპარკის ბინადრები, სამი კნუტი: ცეტა, ზანტა და ბუტია. ისწავლო ანგარიში, ქართული ანბანი, მუსიკალური ნოტები, ტყუილი და მართალი. ჩემთან ერთად ითამაშო ლახტით, მორთო ნაძვის ხე და ყური უგდო თოვლის პაპის ნათქვამს. გაიგო რა მისწერა კურდღელმა ციყვს, რას გვიამბობს ციყვი ცირა, როგორ აღნიშნეს ღრუტუნიას დღეობა, ვინ გაიმარჯვა კალიების შეჯიბრში, რატომ გახდა ავად ხუთიანი, სად დაიკარგა პატარა დათოს ქუდი, საით მიქრის უცნაური ორთქლმავალი და რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი – მაშინ დამიმეგობრდი და ერთად წავიკითხოთ ჩემი საყვარელი ქართველი მწერლების ესმა ონიანის, ოთარ ჭილაძისა და გივი ჭიჭინაძის ჩვენთვის დაწერილი ლექსები.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941310454 |
გამოცემის წელი | 2019 |
ფორმატი | 20.5x22 |
გვერდების რაოდენობა | 88 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 0-2, 3-5 |
გამომცემლობა | ინტელექტი |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია