მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!
https://www.litkid.ge/img/star.png

აუტიზმი სახლსა და სკოლაში

დიანა ანფიმიადი

სამყარო ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებაზე დგას. ასე ვითარდება და ასე ხდება გაცილებით უსაფრთხო, მისი ყველა სიკეთე კი გაცილებით ხელმისაწვდომი. დღემდე ჯერ კიდევ მითოლოგიზებული სიტყვა „აუტიზმი“ სხვებისთვის უფრო გასაგებ ცნებად რომ იქცეს, აქაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა საჭირო. მშობლებმა შვილები აუტისტური სპექტრის გამო რომ აღარ დამალონ, მათს თვალებში მხოლოდ შიში, ეჭვი, ბევრი შეკითხვა და დაბნეულობა რომ აღარ იკითხებოდეს. დიანა ანფიმიადიმ „აუტიზმი სახლსა და სკოლაში“ სწორედ ამ მიზნით დაწერა. დიანა თავად იყო მშობელი, რომელსაც სხვისმა ემპათიამ და გამოცდილების გაზიარებამ აუტიზმის, როგორც ურთულესი თავსატეხის ამოხსნის პროცესი გაუადვილა და როგორც მშობელმა, გაიგო, როგორ მოიქცეს და როგორ დაეხმაროს მისი ცხოვრების მთავარ გმირს – საკუთარ შვილს. როგორც თავად ავტორი ამბობს, „ეს რომანი არაა, არც პოეტური კრებული, არც დოკუმენტური პროზა და არც კრიტიკული ესეები. ეს წიგნი აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის, მასწავლებლის, მეზობლის, მეგობრის გამოცდილებაა, ერთი კონკრეტული ამბავი, რომელიც დიდი ამბის ფაზლის ნაწილია“, ერთგვარი გზამკვლევი ყველა მშობლისთვის, რათა არ დანებდნენ, არ შეშინდნენ და უკან არ დაიხიონ – ერთი ნაბიჯითაც კი.

19.95 ₾

მიტანის ღირებულება:

თბილისი – 6 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში

რეგიონები – 10 ლარი

მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში

კალათაში დამატება თაროზე დამატება
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე