ერთი ობოლი ბიჭი ვარ, ყოველ ღამე ფერად სიზმრებს ვხედავ და ამიტომაც სიზმარა დამარქვეს. ერთხელაც დიდებული სიზმარი მესიზმრა, ვისაც ვუამბე, ყველას მოუნდა დაჰპატრონებოდა, მე კი არადა არ ვთმობდი. განრისხებულმა ხელმწიფემ, ვაითუ სხვას უბოძოს თავისი სიზმარიო, დამატყვევა, მაგრამ მართალ კაცს ღმერთი არ გაწირავს და მეც ამიხდა ჩემი სიზმარი. ახლა ერთ მხარეს მზე მიზის, მეორე მხარეს – მთვარე, შუქურვარსკვლავი კი ხელ-პირს მაბანინებს. გაგიკვირდა? ჰოდა, ამ ჭრელ წიგნში ჩემს დაუჯერებელ თავგადასავალს გიამბობ. ალბათ, შენც ხშირად ხედავ ფერად-ფერად სიზმრებს და თუკი ერთხელაც ყველაზე დიდებული და მშვენიერი გესიზმრა, გახსოვდეს, არავის აჩუქო, ვინც არ უნდა გთხოვოს, რა იცი, იქნებ ჩემსავით შენც აგიხდეს კეთილი სიზმარი.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941494437 |
გამოცემის წელი | 2021 |
ფორმატი | 24x30 |
გვერდების რაოდენობა | 48 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 3-5 |
გამომცემლობა | არტანუჯი |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია