ჰაკლბერი ფინი თავისუფლების მოყვარული ბიჭია, რომელიც გარბის სტუმართმოყვარე ქვრივის ოჯახიდან... გარბის იქ, სადაც არის თავისუფლება, გარბის იქ, სადაც არის ბევრი თავგადასავალი, იქ შეიძლება ხიფათი მოელოდეს, მაგრამ მას არ შეუძლია იცხოვროს მშვიდი ცხოვრებით, რომლის წესებსაც სხვები ადგენენ. ჰაკლბერი ფინი ხომ ჩვეულებრივი „მაწანწალაა“, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მას სუფთა გული აქვს, რომელშიც ყველა ადამიანისათვის მოიძებნება ადგილი. ჰაკს შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, იცის ადამიანების ფასი, მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ რასობრივი წარმომავლობისა. მისი ლტოლვა თავისუფლებისადმი, მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, მისი გონიერება, მოხერხებულობა, გულწრფელობა არის მიზეზი იმისა, რატომაც გახდა ის დაუვიწყარი პერსონაჟი ყველა ასაკის მკითხველისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941380365 |
გამოცემის წელი | 2024 |
ფორმატი | 14x21 |
გვერდების რაოდენობა | 440 |
ყდა | რბილი |
ასაკი | 8-12 |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია