„რა კარგი იყო სახლში, – გაიფიქრა საბრალო ელისმა, – სულ ერთი სიმაღლისა ვიყავი და თაგვებისა თუ ბოცვრების ჭკუაზე არ დავდიოდი. რა ჭირი მინდოდა სოროში! ისე, მაინც მომწონს აქაურობა! ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი უჩვეულოა! ნეტავ მაინც რა მოხდა? ყოველთვის მეგონა, რომ რაც ზღაპრებში წერია, სინამდვილეში არასოდეს ხდება. ახლა კი თავად მოვხვდი ნამდვილ ზღაპარში! ამაზე უსათუოდ წიგნი უნდა დაიწეროს. აი, რომ გავიზრდები, აუცილებლად დავწერ“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები, კითხვარები და კროსვორდები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941359521 |
გამოცემის წელი | 2024 |
ფორმატი | 13.5x20 |
გვერდების რაოდენობა | 156 |
ყდა | რბილი |
ასაკი | 6-8, 8-12 |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია