"ქაცუნა და ბაცუნა პატარა ზღარბები არიან. ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები ჰყავთ და ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ბედნიერად და მხიარულად ატარებდნენ დროს. მაგრამ ისინი სულ ჩხუბობენ, თანაც - ყველაფერზე. უცნაური ამბავია, არა? ყველა სათამაშო ორ-ორი აქვთ, აიწონა-დაიწონას ორი ბოლო აქვს… ისინი კი მაინც ვერ იყოფენ. მოკლედ, ჩხუბისთვის საბაბის მოფიქრების დიდოსტატები არიან. მაგრამ ასე გაგრძელება ხომ არ შეიძლება? რაღაც უნდა მოხდეს, არა? ეს ფერად-ფერადი წიგნი პატარა ზღარბების საუკეთესო აღმოჩენის შესახებ გიამბობს. წაიკითხე და ნახავ, როგორ იცვლება და რა მშვენიერია ცხოვრება იქ, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული მეფობს."
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941357138 |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 205x220 |
გვერდების რაოდენობა | 20 |
ყდა | ბალიშა |
ასაკი | 3-5, 6-8 |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია