იცი, რომ ანგელოზებიც დადიან სკოლაში? არა? მაშინ არც ის გეცოდინება, რას სწავლობენ იქ, ცაში, ღრუბლებზე მოწყობილ საკლასო ოთახებში, და ვერც წარმოიდგენ. ეს რომ გაიგო, ამ წიგნის ყდაზე დახატული ანგელოზი უნდა გაიცნო კარგად. მისი თავგადასავალი არცერთი სხვა მოსწავლის თავგადასავალს არ ჰგავს და ამიტომაც უბრალოდ საინტერესო კი არა, დაუვიწყარია. მთავარი კი ამ თავგადასავალში ფუმფულა, წკავწკავა, ნახშირივით შავი და ბრიალათვალებიანი ლეკვია, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი ანგელოზი. დიახ, ეს წიგნი ანგელოზისა და ლეკვის მეგობრობაზე გიამბობს, კიდევ - სიყვარულზე, ზრუნვაზე, ერთგულებაზე. და, რაც მთავარია, გასწავლის, როგორ შეიძინო პროფესია - ძაღლების მფარველი ანგელოზი.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941359996 |
გამოცემის წელი | 2024 |
ფორმატი | 20.5 X 22 |
გვერდების რაოდენობა | 20 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 3-5, 6-8 |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია