2025-01-30
გაზიარება22 დეკემბერს, ლიტქიდის ორგანიზებით, ბიბლუსის კაფეში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “სუპერგმირები წარსულსა და აწმყოში”.
გამომცემლობა პალიტრა L-ის სერია “გაიცანი დიდი ადამიანები” საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ღვაწლით გამორჩეული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ და აშენებდნენ, ავრცელებდნენ განათლებასა და კულტურას.
საქართველოს მრავალი ასეთი გმირი ჰყავს: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ექვთიმე თაყაიშვილი, მარო მაყაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი და სხვა…
ვინ არის სუპერგმირი? როგორი გმირები სჭირდება საქართველოს? როგორი თვისებები ექნებოდათ საქართველოს ისტორიულ გმირებს, თანამედროვე სუპერგმირები რომ ყოფილიყვნენ? როგორ განსაკუთრებულ ძალას ფლობს ყოველი ბავშვი? რა არის ყოველდღიური გმირობა?
ღონისძიების მოდერატორებმა - დიანა ანფიმიადიმ, გიორგი ლიპარიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ბავშვებთან ერთად გაიხსენეს სუპერგმირები საქართველოს წარსულიდან, ისაუბრეს, როგორი სუპერგმირი სჭირდება თანამედროვე საქართველოს. ბოლოს კი თაკო ბაქრაძესთან ერთად საოცარი პორტრეტები შექმნეს.
მადლობა მხარდაჭერისთვის გამომცემლობა პალიტრა L - სა და ბიბლუსს.
ლიტქიდი - საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია
კომენტარები (0)