მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!

კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

divider

ზოგადი დებულებები

წინამდებარე  დოკუმენტი - კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) ადგენს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და ააიპ ლიტქიდისაგან ნივთის შესყიდვისა თუ მომსახურების მიღების  დროს კონფიდენციალურობასა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პირობებს. 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაცია იკისრებს პასუხისმგებლობას რომ იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოს მისი უსაფრთხორბა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავის მხრივ მომხმარებელი/კლიენტი ააიპ „ლიტქიდის“ ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე   წვდომით/გამოყენებით ან/და დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულების დადებით ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმება მათ. ასევე, ააიპ ლიტქიდის სისტემაში რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, აღნიშნული პოლიტიკა ხდება მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად. 

 

მონაცემების დამუშავების მიზნები და კატეგორია

ააიპ ლიტქიდის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მიზნის მისაღწევად საჭირო  მოცულობით.

ააიპ ლიტქიდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად, პროდუქციის შესყიდვისათვის, ორგანიზაციის ვებგვერდზე რეგისტრაცია-ავტორიზაციისათვის, პერსონალურ ექაუნთზე მშობლის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის წიგნების თაროს შექმნის მიზნით, მარკეტინგის მიზნით ფოსტა, მშობლის ან კანონიერი კანონიერი წარმომადგენლის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში არასრულწლოვანის სახელი ასაკი და ფოტო.

 

ააიპ ლიტქიდმა შესაძლებელია დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

  • მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა სუბიექტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნა/ჩაბარება;
  • ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება ან/და მონაცემთა სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
  • მარკეტინგული მიზანი, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
  • ორგანიზაციის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
  • ერთჯერადი გარიგების დასადებად;
  • მომსახურების მისაწოდებლად (მაგ.: დაგროვების ბარათის გახსნა და სხვა), მათ შორის, შეკვეთის დამუშავებისთვის, მისი მოტანისთვის და სხვა;
  • პროფაილინგისათვის;
  • მომსახურებისას ჩატარებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის შესატყობინებლად;
  • მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, მათ შორის, გულისხმობს შეკვეთების, შენახული (მოწონებული) და კალათაში დამატებული პროდუქტების ანალიზს, კლიენტის მიერ შვილისათვის შექმნილ წიგნის თაროზე  განთავსებული წიგნების ანალიზს, სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, მომხმარებელთა ქცევას და სხვა;
  • საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების ან ავტორიზაციის გავლის შეტყობინებები;
  • ახალი პროდუქტების, სისტემებისა და მომსახურებების შესამოწმებლად;
  • ორგანიზაციის ბრენდების, პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის/გაუმჯობესებისთვის;
  • დანაშაულის პრევენციისთვის;
  • პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მომხმარებლების დასახმარებლად;
  • ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის;
  • მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებისა და პრობლემებზე რეაგირებისთვის;
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

 

პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები რომლებიც შესაძლოა დამუშავდეს ააიპ ლიტქიდის მიერ:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია − მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი/მუნიციპალიტეტი;
  • სახელშეკრულებო ინფორმაცია − ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ;
  • კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები − ელექტრონული ფოსტით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;
  • საჯარო მონაცემები − საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია;
  • ორგანიზაციის მიერ შექმნილი მონაცემები − ორგანიზაციის მიერ კლიენტის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები კლიენტის ქცევის, პრეფერენციების, რისკის რეიტინგის და ა.შ. შესახებ);
  • ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები − IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა.

 

პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყარო

  • ორგანიზაციის მომსახურების ან/და პროდუქტის მიღების მიზნით მონაცემთა სუბიექტის ორგანიზაციისათვის ნებისმიერი ფორმით მიმართვა; 
  • ორგანიზაციის მომსახურებით/პროდუქტებით, სერვისებით სარგებლობა; 
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება; 
  • საჯარო წყაროები და მესამე პირები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. 

 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლებია: 

  • მონაცემთა სუბიექტის ნებაყოფლობითი თანხმობა, მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. 
  • მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დადება. 
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, მათ შორის, კანონმდებლობით ორგანიზაციაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. 
  • მომსახურების მიზნით მონაცემთა სუბიექტის განცხადების (მათ შორის ელექტრონული ფორმით) განხილვა, მისთვის მომსახურების გაწევა. 
  • ორგანიზაციის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა. 
  • მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა (მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა). 

 

ინფორმაციის გაზიარება მესამე პირებისათვის

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას:

მონაცემთა სუბიექტის წარმომადგენლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის;

გარიგების მონაწილე მხარეებისათვის;

კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის;

მომხმარებლის თანხმობისა და ინფორმირებულობის შემთხვევაში, სარეკლამო/მარკეტინგული კომპანიისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას;

მომსახურების პროვაიდერებისათვის – მათ შორის და არამხოლოდ: ორგანიზაციის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს;

სხვა ფინანსური ორგანიზაციებისათვის (მაგ. კორესპონდენტი ბანკები, საერთაშორისო გადარიცხვებისას – შუამავალი ბანკები, ინვესტორები, visa, mastercard და ა.შ);

ორგანიზაციის პარტნიორებისათვის, რომლებიც ორგანიზაციას უწევენ მომსახურებას (მათ შორის აუთსორსინგულ) ან/და ეხმარებიან მომხმარებლებისათვის საგადახდო/ფინანსური მომსახურების გაწევაში (მაგ: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია, Apple pay, Gpay, საბარათე ინსტრუმენტების მომწოდებელი და სხვა);

სხვა მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

 

ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემებს ინახავს:

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.

მარკეტინგული მიზნით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება

ორგანიზაციის ვებსაიტზე რეგისტრაციისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მონიშნოს სიახლეების გამოწერა, მონიშვნის შემთხვევაში იგი აცხადებს თანხმობას ორგანიზაციამ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.

მარკეტინგული მიზნით (კერძოდ კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებების, დაგეგმილი სიახლეების/აქციების/გათამაშებების/ფასდაკლებების შესახებ შეტყობინების და მსგავსი შინაარსის სარეკლამო ინფორმაციების გასაგზავნად  ) ორგანიზაციის მიერ მუშავდება შემდეგი პერსონალური მონაცემები მომხმარებლის სახელი, გვარი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი.

მომხმარებლის ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში, მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რაც გულისხმობს, რომ პარტნიორ კომპანიას, მასთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მარკეტინგის მიზნით გადაეცემა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, შემდგომში უფლებამოსილი პირის მიერ მოკლეტექსტური შეტყობინებების მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე ან/და ელფოსტაზე გამოსაგზავნად.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა ან/და WWW.LITKID.GE  - ზე შეტყობინების გამოგზავნის გზით. ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.

 

მონაცემთა ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოება

ორგანიზაციის მიერ მიღებულია ყველა საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ორგანიზაციის მიერ მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან. შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისგან.

ორგანიზაციაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

 

ტექნიკური ინფორმაცია და მზა ჩანაწერები (Cookies) - არსი და საიტის პოლიტიკა

Cookie ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენ სანავიგაციო პროგრამაში (Browser) ან მყარ დისკზე (Hard drive) და რომლებიც ახდენს თქვენი მოწყობილობის (კომპიუტერის, სმარტფონის ან ტაბლეტის) იდენტიფიცირებას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენ ვებ-გვერდს. Cookie ფაილები თითოეული სანავიგაციო პროგრამისათვის უნიკალურია და გვეხმარება, განვასხვავოთ თქვენი ვიზიტი სხვა სანავიგაციო პროგრამებით განხორციელებული ვიზიტებისაგან, რათა თქვენი ნავიგაცია გავხადოთ უფრო სწრაფი, მარტივი და ძებნის შედეგზე ორიენტირებული.

საიტით სარგებლობისას ორგანიზაცია ამუშავებს მომხმარებლის ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს კომპიუტერის ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართს (IP მისამართს), ბრაუზერის ტიპს, ბრაუზერის ვერსიას, ჩვენი მომსახურების გვერდებს, საიტზე შემოსვლის დროსა და თარიღს, საიტის გვერდებზე გატარებულ დროს, მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორებს და სხვა დიაგნოსტიკურ მონაცემებს. 

მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებსაიტით სარგებლობისას ვიზიტორის გამოცდილების პერსონალიზების და გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებგვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით. 

მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები, ვებსაიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორია, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ორგანიზაციის ვებსაიტზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე მოხდა ინფორმაციის გაცნობა. 

ორგანიზაციის ვებსაიტზე ვიზიტისას ვიზიტორს/კლიენტს აქვს შესაძლებლობა დაეთანხმოს/არ დაეთანხმოს მზა ჩანაწერების გამოყენებას, გარდა მკაცრად აუცილებელი cookies ფაილებისა, რომლებიც აუცილებელია, ორგანიზაციის ვებსაიტზე სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებისათვის და ვებსაიტის მუშაობისთვის. მკაცრად აუცილებელი cookies ინახება ვიზიტორის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაში, რომლითაც ხდება ვებსაიტზე ვიზიტი და მოქმედებს მხოლოდ შეზღუდული დროით.

ორგანიზაცია იყენებს შემდეგი სახის მზა ჩანაწერებს:

სესიურ მზა ჩანაწერებს: სესიური ქუქი-ფაილები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზაციის  მომსახურების მართვისთვის.

უპირატესობის მზა ჩანაწერებს: უპირატესობის მზა ჩანაწერებით ხდება იმ მონაცემის დამახსოვრება, რომელიც ადგენს თქვენს უპირატესობებს და გამოყენებულ პარამეტრებს.

უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს: უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ორგანიზაცია იყენებს უსაფრთხოების მზა ჩანაწერებს.

სარეკლამო მზა ჩანაწერებს: სარეკლამო ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სარეკლამო შეტყობინებების მისაღებად.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, კერძოდ:
  • რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
  • რა მიზნით მუშავდება მონაცემები;
  •  რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;
  •  წყარო რომლის საშუალებითაც შეგროვდა მისი მონაცემები;
  • გადაცემულია თუ არა მისი პერსონალური მონაცემები მესამე პირისთვის, მესამე პირის შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა გადაცემის საფუძველი და მიზანი;
  • მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება ან/და დამატება;
  •  მოთხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და მოითხოვოს თანხმობის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა.
  • მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.

 მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მომხმარებელი ვალდებულია:

  • მომსახურების მიღების მიზნით მიაწოდოს ორგანიზაციას მის შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია ზუსტი პერსონალური მონაცემები.
  • გაითვალისწინოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, არ შექმნას არასრულწლოვანი პირისათვის წიგნების თარო თუ არ არის მისი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

 

დასკვნითი დებულებები

  • ეს ააიპ ლიტქიდის წესები და პირობები,კონფიდენციალურობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, საჯაროა გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 
  • წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობები სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისთვის და მოქმედებს 
    უვადოდ.
  • ორგანიზაციას უფლება აქვს, ეს დოკუმენტი და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს. შეცვლის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს ექნება. 
  • მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ წესრიგდება ამ დოკუმენტით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ააიპ ლიტქიდი საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი

საიდენტიფიკაციო კოდი: 405732505

იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, მინდელის 9ე , ბინა 43

ელ-ფოსტა:  info@litkid.ge

ტელეფონის ნომერი: 511133538

Facebook:  https://www.facebook.com/LitKid.ge/

Instagram:  https://www.instagram.com/litkid.ge/

https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე