მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია თაროზე მოინიშნა წაკითხულად! მოინიშნა როგორც ფავორიტი! უკვე დამატებულია თაროზე ამოიშალა წაკითხულების სიიდან! ამოიშალა ფავორიტების სიიდან!

წესები და პირობები

divider

გთხოვთ, თანხმობის გამოცხადებამდე ზედმიწევნით, დეტალურად გაეცანით წინამდებარე დოკუმენტს.

„ააიპ ლიტქიდი საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევის” (შემდეგში-ააიპ ლიტქიდი/ორგანიზაცია)  ვებ გვერდით - www.litkid.ge სარგებლობისას ან/და ორგანიზაციასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობისას თქვენ თანხმდებით ამ საიტის წესებსა და პირობებს და კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. აგრეთვე, მზა ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკას.

„ააიპ ლიტქიდის“ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე წვდომით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ორგანიზაციის წესებსა და პირობებს აგრეთვე, კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, და მათში გაწერილი წესები და პირობები თქვენთვის გასაგებია, ნათელია და ეთანხმებით მათ.  საიტზე რეგისტრაციისა და მომსახურებებით სარგებლობის დაწყების შემდგომ, წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული წესები და პირობები ხდება ორგანიზაციასა და თქვენ შორის მომსახურების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად. 

 

ზოგადი დებულებები

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს  „ააიპ ლიტქიდისა” და მის მომხმარებელს, მომხმარებლის კანონიერ წარმომადგენლს ან/და იმ პირებთან დაკავშირებუ ურთიერთობებს, რომელიც უკავშირდება “ააიპ ლიტქიდს” ან/და გამოხატავს ინტერესს კონკრეტული პროდუქტისა ან/და მომსახურების მიმართ. აგრეთვე იმ პირებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია ”ააიპ ლიტქიდის” მიერ საქმიანობის განსახორციელებლად ან/და შემოთავაზებული მომსახურების გასაუმჯობესებლად. 

 

ტერმინთა განმარტებება

  • ორგანიზაცია – ააიპ ლიტქიდი  საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი. 
  • ვებსაიტი/საიტი /ვებგვერდი – ორგანიზაციის ოფიციალური ვებსაიტი: www. litkid.ge
  • რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ საიტზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა მომსახურების მიღების მიზნით.
  • ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წვდომა.
  • მომხმარებელი/კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელსაც სავაჭრო/სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს ორგანიზაციასთან ან და სარგებლობს საიტზე განთავსებული ნებისმიერი მომსახურებით.
  • ნივთი– ორგანიზაციის ნებისმიერი ნივთი, რომელიც მომხმარებელმა შეიძინა/შეიძენს დისტანციურად. 
  • დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, დისტანციურად, ორგანიზაციის  ვებგვერდზე ნივთის შესყიდვის მიზნით. 
  • ნაკლის მქონე ნივთი – ორგანიზაციისგან დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ნივთი, რომელიც დაზიანებულია, არ შეესაბამება მოთხოვნილს ან პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას, შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ ან/და ნივთი შეიცავს ისეთი სახის დეფექტს, რომელიც აშკარაა და ამ ნაკლის არსებობის შესახებ წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, მომხმარებელი უარს იტყოდა ნივთის ყიდვაზე.
  • ნაკლის მქონე ნივთის შეცვლა – იგივე ან მსგავსი ნივთით ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება.
  • ნივთის დაბრუნება  − ორგანიზაციისათვის ნივთის უკან დაბრუნება. ხოლო ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის ნივთში გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება.
  • პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. 
  • მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება ორგანიზაციის მიერ.
  • მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან /და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
  • მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • პროფაილინგი -  მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.
  • მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
  • სიახლეების გამოწერა − მარკეტინგული მიზნით მომხმარებლის მონაცემების დამუშავება. 
  • მარკეტინგი − ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. 

 

რეგისტრაცია

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რომ  ნებისმიერ დროს  ესტუმროს ორგანიზაციის ვებსაიტს. ვებსაიტზე მოხვედრის შემდეგ, მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ორგანიზაციის „წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას” და აძლევს ორგანიზაციას თანხმობას დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის Cookie ფუნქციონალები (მზა ჩანაწერები).

საიტზე მოხვედრის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს:

  • გაეცნოს წიგნების კატალოგს და  წიგნების შესახებ ინფორმაციას;
  • მიიღოს საბავშვო წიგნის რეკომენდაციები, შესაბამისი ფილტრების მეშვეობით: ასაკი, ჟანრი, წიგნის თემა და სხვა;
  • შექმენას შვილისთვის ონლაინ თარო, სადაც შეძლებს წიგნების დამატებას და სურვილის შემთხვევაში აღნიშნული თაროს გაზიარებას სოციალურ ქსელში;
  • გაეცნოს ბლოგებს/ვიდეო ბლოგებს საბავშვო ლიტერატურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე;
  • გაეცნოს ორგანიზაციის მიზნებს, გუნდს, პარტნიორებს;
  •  გაეცნოს საიტის „წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ პოლიტიკას.
  • მოიძიოს საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე საკუთარი სურვილით გამოიწეროს სიახლეები ველში „სიახლეების გამოწერა“ რეგისტრაციისას შესაბამისი ველის მონიშვნით. 
  • მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საიტზე და შექმნას პირადი პროფილი, რისთვისაც უნდა მიუთითოს თავისი ელფოსტის მისამართი და სასურველი პაროლი.
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს გაეხსნება კუთვნილი ანგარიში (პროფილი) და კალათა, რის შემდეგაც ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს წიგნის რეკომენდაციები, შეარჩიოს მისთვის სასურველი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოები და სურვილის შემთხვევაში შეისყიდოს ის. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შექმნას შვილის ონლაინ ბიბლიოთეკა (წიგნების თარო), ერთ სივრცეში გააერთიანობს ბავშვის მიერ წაკითხული წიგნები, მიღებული რეკომენდაციები და საყვარელი წიგნები, სურვილის შემთხვევაში კი თარო მეგობრებსაც გაუზიაროს სოციალურ ქსელებში.   

შეუძლებელია მომხარებელმა ერთი და იმავე ელფოსტით შექმნას ორი ან მეტი ანგარიში (პროფილი). 

საიტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს სასურველი პროდუქტი, სადაც დეტალურად გაეცნობა პროდუქტის შესახებ ინფორმაციას. 

მომხმარებელს უფლება აქვს დაამატოს სასურველი რაოდენობისა და სახეობის პროდუქტი კალათაში.  

კალათაში დამატების შემდეგ მომხმარებელი ხედავს და ეცნობა შეკვეთის ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: 

  • შერჩეული ნივთის ღირებულება; 
  • მიწოდების საფასური; 
  • ჯამური ღირებულება; 
  • მომხმარებელს უფლება აქვს შეძენამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს კალათაში არჩეული პროდუქცია. 

 

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მომხმარებელი გადავა გადახდის გვერდზე, სადაც იგი ვალდებულია დეტალურად შეავსოს ვარსკვლავით (* –  ვარსკვლავი) აღნიშნული ველები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს სასურველი ნივთის შეძენას. 

სავალდებულო მონაცემები, რომელიც უნდა შეივსოს შეკვეთის გაფორმებისას:  

  • მომხმარებლის სახელი 
  • მომხმარებლის გვარი 
  • ელფოსტა 
  • ტელეფონი 
  • ქალაქი/მუნიციპალიტეტი 
  • ქუჩის მისამართი 
  • საფოსტო ინდექსი 

 

გთხოვთ, შეკვეთის განთავსებამდე დეტალურად გაეცნოთ კალათაში არსებულ პროდუქციასა და გადახდის გვერდზე თქვენ მიერ შეყვანილ პერსონალურ ინფორმაციას. არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე. 

  • მომხმარებელი შეკვეთის საფასურის გადაიხდას შეძლებს ბარათით. მომხმარებელმა შესაბამის გრაფაში უნდა შეიყვანოს შესაბამისი საბანკო ბარათის მონაცემები.  ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში.
  • შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიეწოდება შესაბამისი ინვოისი, რომელიც დეტალურად ასახავს შეკვეთის და გადახდილი/გადასახდელი საფასურის შესახებ ინფორმაციას.

 

მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

  • კლიენტი უშუალოდ  იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელდება დისტანციური მომსახურების მიღების ან/და დისტანციური შესყიდვისას. 
  • კლიენტი ვალდებულია ზედმიწევნით ზუსტად მიაწოდოს ორგანიზაციას მისთვის მომსახურების გასაწევად ან/და ნივთის შესყიდვისთვის საჭირო ინფორმაცია.
  • ორგანიზაცია არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დისტანციური მომსახურებით კლიენტის უზრუნველყოფა მისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციულ ტექნიკური ხარვეზების გამო.
  • ორგანიზაცია არ იქნება პასუხისმგებელი დისტანციური მომსახურებისას კლიენტის მოწყობილობების გაუმართაობით გამოწვეულ ნებისმიერ შეფერხებაზე ტექნიკურ გაუმართაობაზე ან/და სხვა  პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური მომსახურებით სარგებლობასთან. 

 

დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულება

  • მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისა და შეკვეთის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულება ითვლება დადებულად.
  • დისტანციური შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს მიაწოდოს მის მიერ შეკვეთილი ნივთი უნაკლო მდგომარეობაში. 
  • შეკვეთის მიწოდება თბილისის მასშტაბით ხორციელდება 1 ან 2 სამუშაო დღეში (წინასაახალწლო დღეებში 4 სამუშაო დღე), ხოლო რეგიონში 4 ან 5 სამუშაო დღის ვადაში. მიწოდების ვადები ორგანიზაციის მიერ შესაძლებელია შეიცვალოს ცალმხრივად. 
  • შესყიდული ნივთის მიწოდების შემდეგ, მომხმარებელმა ნივთის მიღებიდან 14 დღის ვადაში უნდა  დააყენოს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიიჩნევა, რომ მომხმარებელმა მიიღო შესრულება, შეძენილი ნივთი უნაკლოა, ხოლო ორგანიზაციას ეხსნება ვალდებულება ნივთის დაბრუნებაზე.  

 

ნივთის დაბრუნება

  • კლიენტს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების  უფლებით. ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 
  • კლიენტი ვალდებულია 14 დღის ვადაში, ნივთის დაბრუნების შესახებ  გადაწყვეტილება შეატყობინოს ორგანიზაციას ელექტრონული განცხადების  წარდგენით (მეილით ან სოციალური ქსელების დახმარებით). 
  • მომხმარებელი ვალდებულია ნივთის დაბრუნების შესახებ ელექტრონული განაცხადით მიმართოს ორგანიზაციას და  განაცხადში სავალდებულოდ მიუთითოს:
  • სახელი, გვარი;
  • ელფოსტის მისამართი;
  • მისამართი, სადაც მიიღო შეკვეთა;
  • შეკვეთის განთავსების თარიღი;
  • შეკვეთის მიღების თარიღი;
  • განცხადების შევსების თარიღი. 
  • მხარეები ვალდებულები არიან, დაუბრუნონ ერთმანეთს მიღებული ნივთი/თანხა. 
  • კლიენტის მიერ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია, კლიენტს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად (მათ შორის, მიწოდების ხარჯები), ნივთის დაბრუნებიდან 14 კალენდარულ დღეში. 
  • ნივთის დაბრუნების შესახებ განაცხადის მიღებიდან ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს.
  • კლიენტს გადახდილი თანხა აუნაზღაურდება იმავე საშუალებით, რომელიც ნივთის შეძენისას გამოიყენა.
  • კლიენტი ვალდებულია, განცხადების წარდგენის შემდეგ, 7 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუბრუნოს შეძენილი ნივთ(ებ)ი ორგანიზაციას ან ნდობით აღჭურვილ მესამე პირს. დაბრუნება ხდება შეძენილი ნივთ(ებ)ის საფოსტო/საკურიერო კომპანიის მომსახურების საშუალებით, რომლის ხარჯებსაც ანაზღაურებს კლიენტი.  
  • ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს ორგანიზაციის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
  • თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილს/დოკუმენტს აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება, (ყდის/ფურცლის დაზიანება; წიგნს ეტყობა გამოყენების კვალი და სხვა ცვლილებები) ორგანიზაცია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, უარი განაცხადოს ნაკლის მქონე ნივთის დაბრუნებაზე.
https://www.litkid.ge/img/footer-image/login-footer-grass.svg
დატოვეთ შეფასება

ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია

შეგვაფასე