საიდუმლო შვიდეულის წევრები შეკრების ახალ ადგილს, არც მეტი, არც ნაკლები, შუაგულ ტყეში მოაწყობენ და დიდი იმედი აქვთ, რომ ახლა უფრო მეტ და საინტერესო საქმეს გამოიძიებენ. მათი იმედი მალევე გამართლდება – შვიდეულს თავიანთ ორიგინალურ „შტაბში“ დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვევა და თავგადასავალიც აქედან იწყება. რატომ სჭირდებოდა უცნაურ სტუმარს სამალავი? რა სამხილები მოიპოვეს საიდუმლო ორგანიზაციის წევრებმა მორიგი საქმის გასახსნელად? რას ნიშნავს შვიდეულის ახალი მეგობრის მიერ ნახსენები „წითელი ბურთი“, „ემა ლეინი“ ან ასოები MKX? წაიკითხე „საიდუმლო შვიდეულის“ მესამე თავგადასავალი – ამ კითხვებზე პასუხსაც მიიღებ და კიდევ ბევრ გასაოცარ ამბავს შეიტყობ.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941305078 |
გამოცემის წელი | 2019 |
ფორმატი | 14x21 |
გვერდების რაოდენობა | 98 |
ყდის ტიპი | რბილი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია