ერთ წვიმიან დღეს გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას ქოხთან თვით მეფე ბუთხუზ პირველმა ჩამოიარა ეტლით. მარსიამ ის შინ შეიპატიჟა, მაგრამ დაუდევარ ჯადოქარს წვიმაში გალუმპული მეფის გაშრობის წესი შეეშალა და… ის დღე იყო და ის დღე – მეფე ბუთხუზი სამეფოში აღარავის უნახავს. ამის შემდეგ ნამდვილად არნახული და საოცარი ამბები დატრიალდა ტყესა თუ სასახლეში. ვინღა არ ეძებს გაუჩინარებულ მეფეს: ვეზირები თუ მინისტრები, გუშაგები თუ ვარსკვლავთმრიცხველები, მზარეულები თუ დალაქები, მრჩევლები, დამნიავებლები, საიდუმლოთუხუცესი და კიდევ რაღაცათუხუცესები… წაიკითხე მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს მხიარული ზღაპარი და გაერთე მის არაჩვეულებრივ გმირებთან ერთად. მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941309540 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 14.5x21.5 |
გვერდების რაოდენობა | 168 |
ყდის ტიპი | რბილი |
გამომცემლობა | სულაკაური |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია