გაიცანით მთვარეკაცუნა, დედამიწის თანამგზავრის ცნობისმოყვარე ანარეკლი, რომელიც შორიდან უცქერის ჩვენს პლანეტას და ერთი სული აქვს, ადამიანების ზეიმს შეუერთდეს. ერთხელაც მთვარეკაცუნა ჩამოქროლილ კომეტას შეახტება, დიდი ხნის ნატვრას აიხდენს და დედამიწაზე დაეშვება. მაგრამ რა ბედი ეწევა ამ ფაქიზ და უცნაურ არსებას იმ სამყაროში, სადაც მას არავინ ელის. „საძაგელი არსებების“ ავტორმა, მორის სენდაკმა „მთვარეკაცუნა“ ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო წიგნად დაასახელა. ტომი უნგერერის უკვე კლასიკად ქცეული ეს უჩვეულო იგავი ტოლერანტობასა და განსხვავებულის მიმართ მიმღებლობაზე, თავად ავტორის მიერ დასურათებული, აუცილებლად გახდება თქვენი შვილების საყვარელი წიგნი რომლის წაკითხვასაც ისინი ხშირ-ხშირად მოგთხოვენ.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941853593 |
გამოცემის წელი | 2023 |
ფორმატი | 23x30 |
გვერდების რაოდენობა | 40 |
ყდის ტიპი | მაგარი |
ასაკი | 3-5, 6-8 |
გამომცემლობა | ზოლიანი კატა |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია