„ამ ჯადოსნურ ამბებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძილისპირულად ვუამბობდი. ხშირად, ზღაპრების გმირებს თავად ირჩევდნენ და მეც ვთხზავდი თავგადასავლებს. ასე შეიქმნა ზღაპარი ჭიანჭველეთსა და მოხერხებულ ბინადრებზე, სამართლიან ბუზე, მაცდურ ობობაზე, ჯადოსნურ ფანქრებზე, ნამცეცა ბჟუზე, კეთილ და სათნო სამოთხის ჩიტზე თუ გამრჯე და გულმოდგინე, სამშობლოზე დადარდიანებულ სევდიოზე. მართალია, ზღაპრის ბოლო კეთილია, ცხოვრება კი არ ჰგავს გამოგონილ, ჯადოსნურ სამყაროს, მაგრამ მუდამ ფასეულია ზნეკეთილობა და სათნოება, ძმობა და მეგობრობა, გულმოდგინება და გამრჯეობა, სიმამაცე და სამართლიანობა, გულმოწყალება და თანადგომა. გჯეროდეთ ამ ღირებულებების, თუ ირგვლივ ბევრი სიკეთე იქნება, ბოროტებისთვის ადგილი აღარ დარჩება და ჩვენი ქვეყანაც „თეთრ ქალაქს“ დაემსგავსება.“
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941317699 |
გამოცემის წელი | 2024 |
ფორმატი | 19x24.5 |
გვერდების რაოდენობა | 88 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 6-8 |
გამომცემლობა | ინტელექტი |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია