აუ! აუ! როგორ მტკივა! ყური უგდე ამ კვნესას. გამოქვაბულის ბინადარ პატარა დრაკონს კბილი აწუხებს – და არც კი იცის, რომ მალე მასზე თითისტოლა, მაგრამ შეუპოვარი პრინცესა იზრუნებს. აბა, აბა, პატარა დრაკონო! დროა, კბილის პასტა და ჯაგრისი მოიმარჯვო და საქმეს შევუდგეთ... ასე და ამგვარად, ჩვენი მტირალა, ჭუჭყიანი პატარა მეგობარი ბეჯით და დამჯერ დრაკონად გადაიქცევა! პრინცესას წყალობით, ხელების სწორად დაბანასა და კბილების სათანადოდ გახეხვას ისწავლის, აღარც ნივთებს მიმოფანტავს უწესრიგოდ. ბევრ მწვანე ბოსტნეულს შეჭამს და სიზარმაცესაც ვარჯიშით მოერევა... გინდა დრაკონთან ერთად შენც ისწავლო ჯანსაღი ცხოვრების წესები? ჰოო? მაშ, ყური ვუგდოთ პატარა პრინცესას...
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941494635 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 25x25 |
გვერდების რაოდენობა | 24 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 3-5 |
გამომცემლობა | არტანუჯი |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია