პიპის თავის დაბაში ცნობილი გოგოა - მან უცნაური მკვლელობა გახსნა, ახლა შეუძლია თავსაც მიხედოს: სწავლა გააგრძელოს, უნივერსიტეტში შესასვლელად მოემზადოს, პოდკასტი ჩაწეროს... ასეც აქვს გადაწყვეტილი, პირობაც დადო, რომ გამოძიებას აღარ გაეკარება, მაგრამ რა ქნას, თუკი მისი მეგობარი დაიკარგა, პოლიცია კი არაფერს აკეთებს, უკვე დიდი ბიჭია, დაბრუნდება, ადრეც გაქცეულა სახლიდანო. ჰოდა, სხვა გზა არ არის - უნდა მოძებნოს მეგობარი. მის ძებნაში დაბის მცხოვრებთა არაერთ ბნელ საიდუმლოებას გადაეყრება. წაიკითხეთ ჰოლი ჯექსონის საერთაშორისო ბესტსელერი, ტრილოგიის მეორე წიგნი, დეტექტიური ტრილერი მოულოდნელი თავგადასავლებითა და დასასრულით, რომელიც უკვე 17 ენაზე ითარგმნა და როგორც სტუდია Moonage Pictures-ი იუწყება, ტრილოგიის თაყვანისმცემლები მალე იხილავენ პირველი წიგნის ეკრანიზაციას, სადაც მთავარ როლს ემა მაიერსი შეასრულებს.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941383533 |
გამოცემის წელი | 2024 |
ფორმატი | 14x21 |
გვერდების რაოდენობა | 400 |
ყდა | რბილი |
ასაკი | 13+ |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია