ჰურინის შვილები“, ისევე როგორც ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმის ყველა წიგნი, საოცარი ძალის ნაწარმოებია. ორმა ადამიანმა ლამის მთელი სიცოცხლე მიუძღვნა მას. 26 წლის მწერალმა 1918-ში დაიწყო რომანზე მუშაობა. შემდეგ სულ უბრუნდებოდა და შორდებოდა... და 81 წლისა ისე გარდაიცვალა, არ დაუსრულებია. ხელნაწერების, ჩანახატების, რუკების მთები დაუტოვა შვილს, კრისტოფერ ტოლკინს, რომელმაც წლები მოანდომა ნაწერებში გარკვევას, რედაქტირებას, ამბების შეკოწიწებას, სიუჟეტების რეკონსტრუქციას და, ბოლოს და ბოლოს, გააცოცხლა შორეული მიწებისა და სამყაროების შუქჩრდილები. და აი, თქვენ წინაშეა ლეგენდა ელფებზე, ადამიანებსა და დრაკონზე, ამბავი მეფე ჰურინსა და მის ვაჟზე, დაწყევლილ ტურინ ტურამბარზე, რომელსაც ბედმა არგუნა, დაეღუპა ყველა, ვისაც შეიყვარებდა. თქვენ წინაშეა დიდი თავგანწირვისა და დიდი მწუხარების ამბავი. „ჰურინის შვილები“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941354625 |
გამოცემის წელი | 2018 |
ფორმატი | 14.5x21.5 |
გვერდების რაოდენობა | 344 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 13+ |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია