ჯორჯ მარტინს ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებთან ერთად სერიალების მილიონობით მაყურებელიც აღმერთებს: მისი წიგნების სერიის მიხედვით გადაღებული სამეფო კარის თამაშები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ იქცა. შვიდი სამეფოს რაინდი სწორედ HBO-ს ამ გახმაურებულ სერიალში აღწერილ მოვლენებამდე იმავე სამყაროში საუკუნით ადრე განვითარებულ ამბებზე მოგვითხრობს. "ვესტეროსს კვლავ დრაკონთა მოდგმის ტარგარიენთა საგვარეულო მართავს. რკინის ტახტისთვის ბრძოლაში დამარცხებულებმა ეშაფოტზე დაასრულეს სიცოცხლე. ახლა სამეფოში მშვიდობაა, მაგრამ გადარჩენილ მოჯანყეთა გულებში ისევ დუღს ბოღმა და ვინ იცის, როდის იფეთქებს სისხლით. ამ დროს სამეფოში თავის ათი წლის საჭურველმტვირთველთან ერთად დადის ერთი უთვისტომო ჭაბუკი, რომელიც სახელსა და პატივზე ოცნებობს..."
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941353444 |
გამოცემის წელი | 2022 |
ფორმატი | 14x21 |
გვერდების რაოდენობა | 312 |
ყდა | მაგარი |
ასაკი | 13+ |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია