ებენიზერ სკრუჯი სიმდიდრეზე დახარბებული მოხუცია, ვისაც მხოლოდ მოხვეჭა და ფულის დაგროვება ადარდებს. მთელ დღეებს სამსახურის ოთახში გამოკეტილი ატარებს და არასდროს უხარია შობის დადგომა. ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა სკრუჯს თავისი კომპანიონისა და მეგობრის, მარლის სული გამოეცხადება. სულებთან ერთად დიდ მოგზაურობაში, სკრუჯმა ისწვლა გულწრფელობის დაფასება, დაიჯერა, რომ არსებობს ემპათია და უპირობო სიყვარული. ნახა, რომ ადამიანების ბედნიერებას არ განსაზღვრავს სიმდიდრე და კეთილდღეობა. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია 6 ჯგუფად კლასების მიხედვით, თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები.
თბილისი – 6 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები – 10 ლარი
მიწოდება შეძენიდან 2 – 5 სამუშაო დღეში
კალათაში დამატება თაროზე დამატებაISBN | 9789941324949 |
გამოცემის წელი | 2020 |
ფორმატი | 13.6X19.7 |
გვერდების რაოდენობა | 163 |
ყდა | რბილი |
ასაკი | 8-12 |
გამომცემლობა | პალიტრა L |
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია