2025-02-12
გაზიარება9 თებერვალს, ლიტქიდის ორგანიზებით, ფაბრიკაში (Jungle Room) საქველმოქმედო, საბავშვო ლიტერატურული მარათონი ჩატარდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქართველმა ავტორებმა ბავშვებისთვის წიგნები წაიკითხეს. პატარა მკითხველებს - თუთა ჯგუშია, დათო გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თამარ გეგეშიძე, დიანა ანფიმიადი, ალექს ჩიღვინაძე, ანა ჯანელიძე შეხვდნენ.
სტუმრებმა დღე წიგნის კითხვასა და ლიტერატურულ აქტივობებში გაატარეს. ასევე, მოიტანეს წიგნები თანატოლებისათვის.
ჩვენ ვაგრძელებთ წიგნების შეგროვებას თებერვლის ბოლომდე, ხოლო გაზაფხულის პირველ დღეებში ბავშვებს, რომელთაც წიგნები ძალიან სჭირდებათ, ახალი ბიბლიოთეკით გავახარებთ.
ვებ-გვერდი საპილოტე რეჟიმშია
კომენტარები (0)